ჩვენს შესახებ

მოგესალმებით

ჩვენს სასტუმროში

  • სასტუმრო მდებარეობს სათხილამურო ტრასასთან ახლოს. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ მზიანი ტერასითა და რესტორნით.
  • ყველა ნომერში ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi და პლაზმური ტელევიზორი, სატელიტური არხებით. აბაზანა აღჭურვილია შხაპით, სადაც ასევე დაგხვდებათ ჰიგიენური საშუალებები და თმის საშრობი ფენი.
  • სასტუმრო გთავაზობთ 6 სტანდარტულ ორ ადგილიან და 3 სტანდარტულ სამ ადგილიან ნომერს.
  • პირველი საბაგირო მდებარეობს სასტუმროდან 1 კილომეტრში, ხოლო მეორე საბაგირო 50 მეტრში.

ჯავშნის წესები

  • ჩვენს ვებგვერდზე დაჯავშნის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საერთო ღირებულების 30%.
  • ჯავშანი მხოლოდ 30%-ის გადახდის შემდეგ დადასტურდება.
  • თუ თანხა არ აისახება 3 დღის განმავლობაში, ჯავშანი ავტომატურად გაუქმდება.
  • გადახდა შესაძლებელია Visa და Mastercard საშუალებით, ან საბანკო გადარიცხვით ანგარიშზე.
  • (ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენს საბანკო ანგარიშზე უნდა დაირიცხოს სრული თანხა. ბანკის მომსახურეობის დამატებით ხარჯებს იხდის გამგზავნი).

ჯავშნის გაუქმების წესები

  • დეპოზიტი არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში თუ ბრონირება გაუქმდება არაუმეტეს 30 დღისა, შესვლის თარიღამდე.
  • თარიღების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნომრები ხელმისაწვდომი იქნება მოთხოვნილ თარიღზე.

განთავსების წესები

  • შემოსვლის დრო 14:00, გასვლის დრო 12:00.
  • შემოსვლა/გასვლის დროის შეცვლა მხოლოდ მოლაპარაკების საგანია.

სასტუმროში ცხოვრების წესები

  • ანგარიშსწორება შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე Visa და MasterCard-ის მეშვეობით.
  • სასტუმროს ტერიტორიაზე მოწევა აკრძალულია.
  • სასტუმროს დროზე ადრე დატოვების შემთხვევაში, გადასახდელი თანხა არ შეიცვლება.
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არ არის ნებადართული შინაური ცხოველები.